Wednesday, December 14, 2011

1. პროექტის სახელწოდება: ძვირფასი ქვები

2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იკვლევენ ძვირფასი ქვების თავისებურებებს,მათ წარმოშობას,ისტორიას,მათ გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს და მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც მოიპოვება ძვირფასი ქვების ნაირსახეობები.იკვლევენ ქვების გამოყენების ისტორიას,მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვების ნაკეთობების შესახებ.გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის.დაამუშავებენ ქვებს და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.

4. პროექტის მიზნები: განუვითარდეთ კვლევისა და აღმოჩენის უნარი; მოძიებული მასალის გადამუშავებისა და უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის პარალელის გავლების უნარის განვითარება.

5. მონაწილეთა ასაკი: 15-16

6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტო ალბომებს,ასევე ძვირფასი ქვების ელ.ვერსიით მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს,პრეზენტაციებს,საქველმოქმედო აქციებს,ესტუმრებიან მუზეუმებს,სახელოსნოებს,ადამიანებს რომლებიც მუშაობენ ძვირფასი ქვების ნაკეთობებზე.მოაწყობენ ექსკურსიებს სადაც ძვირფასი ქვები მოიპოვება.გაიღრმავებენ ცოდნას ძვირფასი ქვების,მისი ნაკეთობების შესახებ.ასევე გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პოტოაპარატი, ავტობუსი, ბუნებაში მოპოვებული დასამუშავებელი ძვირფსი ქვები, პლაკატები.

9. პროექტის ძირითადი აქტივობები :
კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, ექსკურსიის მოწყობა მუზეუმებში, ფოტო ალბომის შექმნა, ნაკეთობების შექმნა, ნაკეთობების განთავსება თვალსაჩინოებისთვის, ელექტრონული ვერსიის და პლაკატების შექმნა.

10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში.
ქართული-სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი)ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,სადაც ძვირფას ქვებზეა საუბარი,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
გეოგრაფია-გაეცნობიან საქართველოს იმ კუთხეების გეოგრაფიას,სადაც ძვირფასი ქვები მოიპოვება,რომელი ქვისთვის რომელი კუთხეა უფრო ხელსაყრელი.
ისტორია-გაეცნობიან საქართველოს კუთხეების ისტორიას,ტრადიციებს,წეს-ჩვეულებებს,რა გავლენა იქონია კონკრეტულუი კუთხის ისტორიამ იქ გავრცელებულ ძვირფასი ქვების ნაირსახეობებზე.

ქიმია-გაეცნობიან ქვების ქიმიურად დამუშავებას,ძვირფას ქვად გადაქცევას,დაწახნაგებას.შეისწავლია მათ ქიმიურ და კრისტალურშედგენილობას.
ხელოვნება-ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა,სადაც ძვირფასი ქვაა.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ლიკა ელოშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eloshvili.lika@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: eloshvililika.blogspot.com

No comments:

Post a Comment